NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სომხეთს ეწვია. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა უკვე გამართა.
„მოვისმინე სომხეთის შეშფოთება სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. განვიხილეთ NATO-სომხეთის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება. NATO მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭირო ნორმალიზაციის პროვესს და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, წერს კოლომინა X-ზე.