სომხეთმა უნდა სცადოს ახალი მოკავშირეების მოძებნა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა jჯანსაღი და რაციონალური სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეების და მხარდამჭერების პოვნას.
„ეს ჩვენთვის განსაკუთრებით აშკარა და იმპერატიული გახდა 2020 წლის ომისა და შემდგომი მოვლენების შემდეგ. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მოკავშირის მექანიზმები არ აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოლოდინს," განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია, რომ სომხეთმა ახალი მოკავშირეები მოძბებნოს უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.“
ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, რამაც გაზარდა უსაფრთხოების დონე საზღვარზე. მან ხაზი გაუსვა ასევე პარტნიორების განცხადებებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.