ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. იაუნისკისი არ გამორიცხავს, რომ კრემლი გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს უკრაინის დახმარების შესამცირებლად. ასევე არ არის გამორიცხული საინფორმაციო და კიბეროპერაციების გამოყენება, ბირთვული შანტაჟი და ინციდენტები NATO-ს ქვეყნების ტერიტორიებზე.
ლიეტუველი მაღალჩინისანი ასევე ხაზს უსვამს კრემლის მხრიდან უფრო აქტიური ზეწოლის შესაძლებლობას კალინინგრადის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ისინი კალინინგრადის სუსტ წერტილად მიიჩნევენ.
„და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ შესაძლო აგრესიული რიტორიკა, სწორედ კალინინგრადის რეგიონთან არსებული სიტუაციის გამო," - ამბობს იაუნისკისი.
მისი შეფასებით, არალეგალური მიგრაცია NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან რჩება ზეწოლის პოტენციურ ბერკეტად, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ როგორც რუსეთმა, ასევე ბელორუსმა.“
მას ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცდება სამხრეთში გლობალური ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას და კოალიციის შექმნას.
სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არამხოლოდ რუსეთი, არამედ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უარყოფითად აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.