ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ხელს უწეობს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ამის მაგალითად საელჩოს დღევანდელი ღონისძიება მოჰყავს.
„1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, “- წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
რესტორნის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ელჩი დანიგანი.
„მოხარული ვარ, მივესალმო კიდევ ერთ ამერიკული ბრენდს საქართველოში და გავაძლიერო აშშ-საქართველოს მეგობრობა; ეკონომიკური კავშირები სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების გზით,“ აღნიშნა რობინ დანიგანმა.