დანიამ უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად (91 მილიონი კრონი) $13 მილიონზე მეტი გამოყო.
შემოწირულობა IT კოალიციის ეგიდით გაიღეს, რომელსაც ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობს.
„კიბერშეტევები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის განუყოფელი ნაწილია. რუსეთის ფედერაცია კიბერშეტევებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით, დანიამ და IT კოალიციის სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას,„ აღნიშნა სამინისტრომ. კოალიციაში ასევე შედიან ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და თავად უკრაინა.