NATO-ს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობს.
- „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს USEUCOM-ისთვის, მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა,“ აღნიშნა კრისტოფერ კავოლიმ.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიური ძალისხმევის მარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში - ეს იყო თემა, რომელიც 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა.
ბუქარესშტი გამართულ კონფერენციაზე USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი შეიკრიბა. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთელი მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე.
ბუქარესტში გამართულმა დისკუსიამ, საფრთხეების წინააღმდეგ და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერების ძალისხმევა გააძლიერა.
დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი.