ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდა ოპერაცია „ინტერფლექსს“, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სამინისტროს X-ზე განთავსებული პოსტიდან ირკვევა.
„რამშტეინის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციას უერთდება. სავარჯიშო ოპერაცია „ინტერფლექსის“ მიერთება,“ წერს სამინისტრო.
ოპერაცია „ინტერფლექსის“ საშუალებით, 34 000-ზე მეტმა უკრაინელმა ახალწვეულმა უკვე შეიძინა წინა ხაზზე საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო უნარები.