ფინეთმა და აშშ-მ კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ფინეთი შეერთებულ შტატებთან კიბერ თავდაცვის სფეროში ორმხრივ პარტნიორობას აძლიერებს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა სამხედრო ლიდერებმა კიბერპარტნიორობის შესახებ განზრახვის წერილს ოფიციალური ცერემონიის დროს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, დღეს მოაწერეს ხელი.


ღონისძიებას ფინეთის თავდაცვის ძალების ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი კარი ნისულა მასპინძლობდა ღონისძიებას აშშ-ის ევროპული სარდლობის დირექტორის მოადგილე გეგმებისა და ოპერაციების საკითხებში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი ჯეიმს კლიტი ესწრებოდა.


„აშშ-თან თანამშრომლობა ნამდვილად აძლიერებს ფინეთის თავდაცვის შესაძლებლობებს ამ სფეროში და მყარ საფუძველს ქმნის ეფექტიანი კომბინირებული კიბერ თავდაცვისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ USEUCOM-ის ამ განზრახვის წერილით,“- განაცხადა კარი ნისულამ. შეთანხმების ხელმომწერმა ორმა სამხედრო ლიდერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერთავდაცვაში გაბატონებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე.

„მზარდი ჰიბრიდული საფრთხის ფონზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ფინეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები და შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და პრევენცია კიბერსივრცის სფეროში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეებმა არ დააკნინონ კრიტიკული სისტემები და ქსელები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელზე ვართ დამოკიდებულნი,“ - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.