ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT თავის პარტნიორებთან ერთად იწყებს მეორე საქველმოქმედო კამპანიას - "Radarom!"
ლიეტუვაში უკრაინის სამხედროებისთვის აღჭურვილობის გასაგზავნად თანხების მოზიდვა სურთ.
შემოწირულობები ერთი თვის განმავლობაში, 24 თებერვლამდე, რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე მიიღება.
უკრაინის ომის პირველ წლისთავზე, 14 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა.
ლიეტუვა უკრაინას მორიგ დახმარებას იანვარ-თებერვალში მიაწვდის.