ოლაფ შოლცი: უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ. ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

„ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ,“ - აღნიშნა შოლცმა.


გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 24 იანვარს ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის საკითხი იყო.