თბილისში, კეკელიძის #1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ბრალდებულები მოძრაობა „ხმის" თანადამფუძნებლები არიან.
ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.