ლანდსბერგისი რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მერვე ვიზიტით ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„ბევრი ექსპერტი აღიარებს და ლიეტუვაში ჩვენც ვამბობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისთვის 2024 წელი შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა კიევში გამგზავრებამდე.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში ლანდსბერგისის მერვე ვიზიტია.