გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო.
კანცლერმა სლოვაკ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს დადო პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
„2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე... თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება," - აღნიშნა შოლცმა.