თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
როინ ხინთიბაძე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი გურო იმნაძე იცავს.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოძრაობა "ხმის" წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას გეგმავენ.