შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოსთან მუშაობას გავაგრძელებთ - ამერიკის საელჩო

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.


„ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ წერს ამერიკის საელჩო.