აშშ ერაყთან მოლაპარაკებებს, ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს

აშშ და ერაყი, სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მომავალზე. ამის შესახებ CNN წერს. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა რომ სამხედრო კომისია "უახლოეს დღეებში" დაიწყებს მუშაობას. 


შეერთებულ შტატებს ამჟამად ერაყში დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ მოქმედებენ იქ საკონსულტაციო და დამხმარე შესაძლებლობებით, როდესაც აშშ-ის არმიამ ქვეყანაში საბრძოლო როლის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო მოსამსახურები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ერაყში ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმყოფებიან ევროპელი ჯარისკაცებიც.

ოფიციალური ბაღდადის განცხადებით, ქვეყანაში კოალიციის ყოფნა არასტაბილურობას ქმნის იმის ფონზე, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თითქმის ყოველდღიურად თავს ესხმიან ბაზებს, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, ხოლო აშშ-ის ძალების მათ ასევე დარტყმებით პასუხობენ.