PACE მოუწოდებს ეროვნულ პარლამენტებს, უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია გენოციდად აღიარონ

  • უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა: PACE სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს

დებატების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის დროებით ოკუპირებულ, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის ტერიტორიებზე იძულებით გადაყვანილი და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებას და პრობლემის გადაჭრას.

„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მთავრობის პლატფორმამ - „ომის ბავშვები“ ინფორმაცია 19 546-ზე მეტი ბავშვის შესახებ შეაგროვა, ისინი იძულებით გაიყვანეს (ან მათი იძულებითი დეპორტაცია მოხდა) სხვადასხვა ადგილიდან, მათგან მხოლოდ 388 დაბრუნდა სახლში,“ ნათქვამია რეზოლუციაში.


ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ სთხოვა ეროვნულ პარლამენტებს, გაერთიანდნენ, რათა აიძულონ რუსეთი, შეასრულოს სულ მცირე ჟენევის კონვენციები და დაუყოვნებლივ მიაწოდონ ყოვლისმომცველი სიები ყველა უკრაინელი ბავშვის სახელებითა და ადგილსამყოფელით, რომლებიც უკანონოდ არიან დეპორტირებულები.“

ყოველი გადარჩენილი ბავშვი „ეს არის სპეცოპერაცია, რომელშიც ჩართულია მრავალი ქვეყანა და ათეულობით ადამიანი, ვინც ზრუნავს მათზე. ასე მივაღწიეთ წარმატებას. და მსოფლიოში ათობით მზრუნველი ქვეყანა და მილიონობით მზრუნველი ადამიანია. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა,“ - დასძინა მან.


რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. „ომმა არცერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


ამიტომ ასამბლეამ მოუწოდა ეროვნულ პარლამენტებს, მიიღონ რეზოლუციები, რომლებიც აღიარებენ ამ დანაშაულებს გენოციდად და ასევე მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ითანამშრომლოს უკრაინასთან, დაკარგული ბავშვების სიის დასადგენად და რეპატრიაციის მიზნით, კერძოდ, „დააბრუნონ ისინი უკრაინაში.“