ევროკავშირი და ლიეტუვა უკრაინაში სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, $16,7 მილიონს გამოყოფენ

ევროკომისია და ლიეტუვა უკრაინის სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, 15,5 მილიონ ევროს (დაახლოებით 16,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფენ. ამის შესახებ იუწყება ლიეტუვის ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტო (CPVA), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. თანხის დიდ ნაწილს, 15 მილიონ ევროს, ევროკომისია გამოყოფს, ლიეტუვა კი - ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს.

პროექტი პრიორიტეტს მიანიჭებს უკრაინის რეგიონებს, რომლებიც მდებარეობს ფრონტის ხაზთან ან რუსეთთან საზღვართან - ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაივი, ზაპოროჟია, ხარკოვი და ოდესა - ორგანიზატორები ამ ოლქებში სკოლის გვერდით 5 თავშესაფრის აშენებას გეგმავენ.


რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ყოველი მეშვიდე სკოლა გაანადგურა ან დააზიანა და აიძულა 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლე, ჩამოშორებოდა სრულფასოვან განათლებას. დაახლოებით 900,000 უკრაინელი ბავშვი დისტანციურად სწავლობს.