CNN-ის ცნობით, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებთან შეხვედრას სავარაუდოდ, ევროპაში გამართავს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.
ვიზიტის მიზანი მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას.
ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერნსი მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაში ჩართული იყო.