საფრანგეთმა უკრაინას დამატებითი სარაკეტო სისტემები გაუგზავნა

საფრანგეთმა უკრაინას ორი დამატებითი LRU სარაკეტო გამშვები, ამერიკული M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) ფრანგული ვერსია გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაგულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამშვები დანადგარები უკრაინას კოალიცია - „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში გადაეცა. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UCDG) ეგიდით წამოიწყეს.