დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოეკე რასმუსენი უკრაინაში იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, მას საჰაერო განგაშის დროს ღამით თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ის მინისტრის რანგში უკრაინაში მეოთხე ვიზიტით იმყოფება.
დანიის მიერ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დანიის სამეფომ ასევე პირობა დადო, რომ სისტემატიურად დაეხმარება მიკოლაივს რუსეთის მიერ განადგურებული ობიექტების, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების, ეკონომიკური, სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენაში.