23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი სასამართლომ 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს გამოცხადდა.
კეკელიძის N1-ში, ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს. ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 24 იანვარს ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.