თოვის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყანაში გზების არაერთ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობისათვის შეზღუდვები დაწესდა. თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის აწყური-ვალეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იგივე შეზღუდვა მოქმედებს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე.


მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალის დონის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.