მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით

„გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ,“ - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული“, „რუსული“, „რუსული“, გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.


გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოება, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. და ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ.

არჩევნების წელია და შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლებაც. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაც რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.


სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება, ასე ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ...

ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით იმიტომ, რომ არ გვინდა... წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ, ვინ უშველის მათ, ჩვენთან ღმერთია, მათთან ვინ იქნება?! - ვნახოთ, ვისი აჯობებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.