სტამბოლში, ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. დაღუპულია ერთი ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წირვას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელები სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. მათი ძებნა მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა France 24 ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე -კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.