აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია ნულანდი თურქეთში, ანკარაში გაემგზავრა.
ორდღიანი ვიზიტისას მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაღალჩინოსნებსა და ბიზნესის ლიდერებს შეხვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების სრულ სპექტრს, რომლებზეც აშშ და თურქეთი ერთად მუშაობენ.