აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა.
დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.
Reuters-ი 25 იანვარს წერდა, რომ ბაიდენი კონგრესს მოუწოდებდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა.
შეგახსენებთ, 26 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.