სეულში, რუსეთის საელჩოს წინ, ჯიპის მარკის ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა, რის შედეგადაც მორიგე პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, ოფიცერი კისრისა და მხრების სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლიცია ავარიის ზუსტ მიზეზს იძიებს. როგორც ცნობილია, 24 იანვარს კორეაში, სეულში რუსეთის დიპლომატიური მისიის მახლობლად, უკრაინული თემის აქტივისტებმა უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.