ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმებას მიაღწია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიური მედიარესურსი Delfi წერს.
კერძოდ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელებთან ერთად, 29 იანვარს მმართველი კოალიციის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ თებერვალში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მომზადებას და მიღებას აპირებენ.
ცნობისთვის, ლატვია დიდი ხანია, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ აქამდე კოალიცია მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსული მარცვლეულის იმპორტის ცალმხრივად აკრძალვას მხარს უჭერს.