პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, ოფიციალური სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მან ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

BBC წერს, რომ საერთაშორისო მედიას სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მისცეს.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანის ქმედებები საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვისა და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანების ტოლფასია. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ შეიძლება, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს.


იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ის კორუფციის ბრალდებით გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.