კეკელიძის ქუჩაძე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულების პატიმრობის შესაცვლელად, პროკურორი წინაპირობებს ასახელებს

პროკურორი როინ ხინთიბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზად არის, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. პროკურორს "რუსთავი 2" ესაუბრა.


„გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არი​ს, პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე," - ამბობს ​პროკურორი როინ ხინთიბაძე.

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა.