აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 3 თებერვლიდან 5 თებერვლამდე ეწვევა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. ეს იქნება ბლინკენის მეექვსე ვიზიტი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს „ჰამასი“ თავს დაესხა.
ბლინკენი ისრაელში ბოლოს, მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა.