ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 იანვარს კიევში განაცხადა, რომ NATO-მ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში უნდა მიიწვიოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს „ინსტრუმენტი“ რუსეთის ომის დასასრულებლად.
„მე ვიცი, რომ საკამათო და ყოველ შემთხვევაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება უკვე ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოწვევა ალიანსში,“აღნიშნა რასმუსენმა.
დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყონ ყველა ის იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად.
„დადგა დრო, მოიხსნას ძველი თვითდაწესებული შეზღუდვები იარაღის მიწოდებაზე და რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება“, - გაიმეორა რასმუსენმა.