ზელენსკი: როგორც NATO-ს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი

„როგორც NATO-ს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. დღეს ანდრეს ფოგ რასმუსენს შევხვდი, Rasmussen Global-ის თავმჯდომარესა და NATO-ს გენერალურ მდივანს 2009-დან 2014 წლამდე.


მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის “კიევის უსაფრთხოების პაკეტის” შედგენაში, რომელიც დიდი შვიდეულის ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ,” - წერს ზელენსკი.