პენტაგონი: უკრაინას ამერიკულ GLSDB ბომბებს მივაწვდით

პენტაგონში ადასტურებს, რომ უკრაინა შეთანხმებების შესაბამისად მიიღებს ამერიკულ GLSDB ბომბებს, მაგრამ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებენ.

„როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. თუმცა ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.