საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეუერთდა დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე. ადრე სარაკეტო თავდასხმის შესახებ თავად ოკუპანტებმა განაცხადეს.
„იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია!
უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან გაწმენდას შეუერთდა!” - წერს ოლეშჩუკი.
მან ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს სახმელეთო სამიზნეზე რაკეტის დაცემა და აფეთქება. უკრაინული მედია წერს, რომ აეროდრომზე დარტყმა Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.
მანამდე აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლში, საკოვთან მახლობლად, ფეოდოსიაში, რაზდელნოესა და გვარდიისკში. საოკუპაციო ადმინისტრაციამ საჰაერო განგაში გამოაცხადა და ქერჩის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.