ურსულა ფონ დერ ლაიენი: კარგი დღეა ევროპისთვის

„შეთანხმება მიღწეულია - კარგი დღეა ევროპისთვის,“ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.