პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე უნგრეთის ლიდერის შესახებ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს.
„ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ. ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ამბავია. ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა ორბანი საბოლოოდ დავარწმუნოთ,“ - აღნიშნა ტუსკმა დღეს სამიტის დაწყებამდე.
როგორც ცნობილია, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.