ამერიკელ გენერალ გორდონ დეივისის შეფასებით, NATO-ს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა.
- [სამხედროები გაიწვრთნებიან] პორტებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ჩამოტვირთვაში, ევროპაში წინასწარ განლაგებული [იარაღის] მარაგის მიღებასა და პერსონალის აღჭურვაში. ისინი ივარჯიშებენ ამ ჯარების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადასხმასა და სამხედრო მობილობაში. გათამაშდება ის სამხედრო რეგიონული გეგმები, რომლებიც გასულ წელს დამტკიცდა [NATO-ს მიერ].
„წარსულში, [NATO-ს] ჰქონდა დიდი წვრთნები, ათიათასობით ადამიანის ჩართულობით, მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორიც წელსაა, თითქმის 100,000 ადამიანის მონაწილეობით და ასევე არ იყო დიდი, გეოგრაფიული განფენილობის თვალსაზრისით.
მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთისგან მომდინარე თითქოს არსებული საფრთხის ფაბრიკაციას ახდენდა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს - ჩვენ არსებულ, რეალურ საფრთხეზე პასუხს NATO-ს სტანდარტებით გავცემთ. ასე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია [ამ წვრთნების].
მიუხედავად რუსეთისგან მომავალი რიტორიკისა, ეს [წვრთნები] არის რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირება და ის არ ცდილობს, რომ დაგვაბრუნოს ცივი ომის პერიოდში, არამედ, ცდილობს, დღევანდელ რეალობას უპასუხოს,“ - აღნიშნა გენერალმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.