NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა

24 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წვრთნები Steadfast Defender 24-ის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ეს იქნება NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნები 1988 წლის შემდეგ.

„მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება.


„Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.

წვრთნებში 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა ჩაერთვება.