ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა.
ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
პაკეთშია ათასზე მეტი საბრძოლო მასალა შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, ასევე, RISE-1 დისტანციური დეტონაციის სისტემები.
„ჩვენ აქტიურად და თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არის ინვესტიცია მის უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.