ესპანეთი Patriot-ებზე უკრაინელ სამხედროებს წვრთნის

ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნის. ტრენინგი ვალენსიაში ტარდება.

სწავლებას საზენიტო არტილერიის (RAAA) სამეთაურო ქვედანაყოფებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შტაბის წარმომადგენლები ატარებენ. 


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება მტრის თავდასხმების ეფექტიანად მოსაგერიებლად.

ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი