ზელენსკი: უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ

უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„და მთავარი ახალი ამბავი დღევანდელი დღისთვის - ამბავი, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით. სიახლე, რომლისთვისაც სხვადასხვა დონეზე თვეობით ვმუშაობდით. და შედეგიც დადგა - უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა. ყველა დეტალი საჯაეროდ ვერ განიხილება, მაგრამ ეს არის სისტემები, რომლებსაც ყველაფრის დაჭერა შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით სისტემები არასაკმარისადაა უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე წაიკითხეთ: თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი