ნორვეგია აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას აფართოებს

აშშ და ნორვეგია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფართოების შესახებ დოკუმენტს აშშ-ის ელჩმა მარკ ნათასონმა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ხელი მოაწერეს. 2021 წელს ხელმოწერილი თავდაპირველი შეთანხმება მოიცავდა ოთხ ობიექტს და ტერიტორიას, სადაც შეერთებულ შტატებს ინფრასტრუქტურის აშენება და ნორვეგიის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარება შეეძლო. ახალი შეთანხმებით, აღნიშნული სამხედრო ობიექტების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.


„დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების განმტკიცება ჩვენს მოკავშირეებთან. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა გრემმა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ ნორვეგიის უახლოესი მოკავშირეა.“

დოკუმენტში შეტანილი ცვლილება ახლა ნორვეგიის პარლამენტის თანხმობას ელოდება.