ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა

გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. დაიღუპა ორენბურგის ოლქის მაცხოვრებელი. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება სააგენტო „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.


„28 წლის კაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა,“ - განაცხადეს თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართის სამინისტროში.

ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.