ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

გამოცემა whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.

საერთო ჯამში Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა.

ტურში ყველაზე მაღალი შეფასება პაულო დიბალამ მიიღო, „რომას“ არგენტინელ მოთამაშეს 9.2 ქულა დაუწერეს და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.