ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.