ევროკავშირმა უკრაინას DOK-ING MV-10ის ტიპის განაღმვის სისტემა გადასცა. ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, ტექნიკა უკრაინის სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალურმა სამსახურმა მიიღო.
„ეს არის უახლესი მიწოდება ევროკავშირის 25 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის, რომელიც 2023 წლის თებერვალში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე გამოცხადდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
MV-10 ანეიტრალებს ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ისევე როგორც სხვა აუფეთქებელ ჭურვებს და დიდი ტერიტორიების დასამუშავებლად გამოიყენება.
დისტანციური მართვის წყალობით, ეს სისტემა განსაკუთრებით უსაფრთხოა. მას ციცაბო ფერდობებზე საათში 4000 კვადრატულ მეტრამდე მოქმედება შეუძლია. ევროკავშირის მხარდაჭერა განაღმვის პროცესში ასევე მოიცავს სპეციალურ სასწავლო კურსს MV-10 სისტემაზე მომუშავე უკრაინელი ოპერატორებისთვის.
უკრაინაში რუსული აგრესიის და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკრაინას მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით, ლიეტუვა უკრაინის განაღმვის კოალიციას ხელმძღვანელობდა. პარტნიორთა პირველი შეხვედრა უკვე შედგა.