„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა.
„დაახლოებით სამი თვის წინ კვარაცხელიას აგენტს შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მაგრამ მან მიპასუხა, რომ არ ვინერვიულო, ხვიჩა აქ თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტის განახლებაზე სეზონის ბოლოს შევხვდეთ,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა საჩემპიონო სეზონის შემდეგ თავად განაცხადა, რომ კვარაცხელიასთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა.