სოფელ ნერგეეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაო.


ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.